კახა კალაძე: ოპოზიციის ოთხი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თვლის, რომ ხელისუფლება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდა. კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს წაყენებული 5 მოთხოვნიდან 4 დაუკმაყოფილა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ეს არის ერთის მხრივ პოზიტიური, ხოლო მეორეს მხრივ დემოკრატიული პროცესი.

“გვახსოვს წლების განმავლობაში თუ რა დამოკიდებულება იყო პარტიების მიმართ . ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები . დაახლოებით ხუთ პუნქტიანი მოთხოვნა იყო ამ პარტიების მხრიდან და შეიძლება ითქვას, რომ ოთხი მოთხოვნა მათ მიერ წარმოდგენილი დაკმაყოფილებულია. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას , დემოკრატიული პროცესების განვითარებას , რასაც ეს ხელისუფლება უკვე ძალიან წარმატებით ახორციელებს,“-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერპარტიულ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. იუსტიციის სამინისტროში გამართული კონსულტაციების შემდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლის პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რის გამოც არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, არჩევნების სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესია.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციის ის წინადადებები გაითვალისწინა, რომელიც სარეკლამო დროის თანაბარ გადანაწილებასა და საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლებს შეეხება.

ხელისუფლება ასევე მზადაა, კვალიციფიური პოლიტიკური სუბიექტებისათვის არჩევნებში ბარიერი 2 პროცენტამდე დაწიოს.

banner
წინა სტატიაშიჯაბა სამუშია: ჩემი კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაც პრობლემა ხელოვნურად შექმნან
შემდეგი სტატიარობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის კონცერტის ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეიძინეს