კახა კალაძე: NDI-ს კვლევები რეალობას არ ასახავს

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ, კახა კალაძის განცხადებით, NDI კვლევები რეალობას არ ასახავს და ეს დიდი ხანია იცის.

მისი თქმით, რაც შეეხება შედეგებს, სიახლე არ არის, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა უმუშვერობაა.

“NDI კვლევებს რაც შეეხება, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ კვლევებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რადგან მათ მიერ გასაჯაროებული კვლევები ხშირად არ ასახავს რეალობას. სულ სხვა შედეგი დგებოდა, როგორც არჩევნების, ასევე ზოგადად. თვითონ პრობლემებს რაც შეეხება, სიახლე არ არის ის, რომ უმუშევრობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ქვეყანაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ყველაზე მეტი ინფორმაცია, ასე რომ ვთქვათ, მოდის ხალხისგან. ყველა შეხვედრაზე დაგვყვებით, თქვენ ხედავთ, როგორი ხალხმრავალია შეხვედრები. ხალხთან კომუნიკაცია ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს მოსახლეობას”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ამ ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით.

“თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. საჭიროა დაახლოებით 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ იმ გზით, იმ სწორი რეფორმებით, რომელიც განხორციელდა ეკონომიკაში, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ – პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს
შემდეგი სტატიათბილისის მერია სუს-ის მიერ მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება