„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ – პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს

davitaia„დღეს აფხაზეთში ხელისუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, რომელსაც ალექსანრე ანქვაბი აწარმოებს. როცა გადააყენს, განვაცხადე, რომ ანქვაბი ჩამოგდებას არავის აპატიებდა. საერთოდ, ანქვაბი პრორისული, ან პროქართული კი არა, პროაფხაზური პრეზიდენტი იყო, ანუ ის, რეალურად, არც რუსებს აწყობდათ. ამიტომ, ე.წ. ასოცირებულ ხელშეკრულებაზე არმოწერა გამოიყენეს და ხელისუფლებაში ხაჯინბა მოყვანეს, შესაბამისად ამ ხელშეკრულების რატიფიცირებაც მოხდა,“ – ასე აფასებს „თაიმერთან“ საუბრის დროს აფხაზეთში შექმნილ ვითარებას „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავიტაია.
მისივე თქმით, ე. წ. ასოცირების ხელშეკრულებას აფხაზებისთვის დამატებითი უფლებები არ მიუცია. „რუსმა აფხაზი რომ მოკლას, პასუხს კანონმდებლობით არ აგებს. სწორედ ამა და სხვა საკითხებს მოჰყვა მოსახლეობის გაღიზიანება, ანქვაბის რეტინგის ზრდა და ხაჯინბას წინააღმდეგ გამოსვლებიც დაიწყო,“ – ამბობს დავითაია და დასძენს, რომ ანქვაბი პირველ პოზიციებზე არაა, მაგრამ პოლიტიკაში ღიად არის.
„ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ანქვაბის კანდიდატურა ბიზნესმენი ბჟანია იქნება. საგულისხმოა, რომ ანქვაბის გვაროვნული მოწინააღმდეგე ჯერგენიაც კი მისი მომხრეა. ჯერგენია თავის დროზე არძინბას მომხრე იყო, არძინბას მეკვიდრედ კი ხაჯინბა ითვლეობდა,“ – განმარტავს დავითაია.
მისივე თქმით, ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნის საბაბი ისაა, რომ რუსები აფხაზებს იგნორირებას უკეთებენ.
„საუბარი იმაზე არაა, რომ აფხაზებს საქართველოსთან უნდათ. ჩვენი სპეცსამსახურები იმ ხალხს უნდა ელაპარაკონ, ვინც რუსეთის მოწინააღმდეგეა, მაგრამ მაგრამ ხელისუფლებას, პაატა ზაქარეიშვილისა არ იყოს, სძინავს და პუტინში მტერს ვერ ხედავს,“ – ამბობს პაატა დავითაია და დასძენს, რომ ხაჯიბას წინააღმდეგ მეომრებიც წავიდნენ და იმ ფაქტს იხსენებს, როცა დრანდის ციხის დირექტორი „გაი“-მ გააჩერა და დაიჭირა.
„ამის შემდეგ გამოვდნენ მეომრები, ე.წ. შინაგან საქმეთა მისტრის მოადგილე გალახეს და სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ასეთი ხრიკი მოიფიქრეს, იმასთან დაკავშირებით, ვადამდელი არჩევნები გაიმართოს თუ არა, რეფერენდუმი ჩატარდეს, მაგრამ რუსებმა ვერ გათვალეს, რომ აფხაზებისთვის კანონმდებლობა არ არსებობს, ანუ მათი „კანონმდებლობა“ ლიხნის მუხის ქვეშ შეკრებაა. ლიხნის მუხის ქვეშ შეკრებილმა საბჭომ კი თქვა, რეფერენდუმზე არავინ მივიდეთო და არც მივიდა. მეტიც, ეს საბჭო მხარს უკვე ანქვაბის კანდიდატს, ბჟანიას უჭერს, რომელსაც აფხაზეთის „პრეზიდენტობა“ სურს. უხლოეს დღეებში რადიკალურ მოქმედებებსა და არეულობას უნდა ველოდოთ,“ – ამბობს დავითაია და „თაიმერს“ ექსკლუზიური ინფორმაციას აწვდის, რომლის თანახმადაც, აფხაზეთში რუსული ჯარების შეყვანა დაიწყო. დავითაიას თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ პირველი, საქართველოში არჩევნებია და მეორე, ეშინიათ, ხაჯიბამ ძალაუფელბა არ დაკარგოს და სოხუმის მმართველი პროაფხაზური „პრეზიდენტი“ არ გახდეს.
„აფხაზები მიხვდენენ, რომ რუსებს ისინი კი არა, მხოლოდ ტერიტორია აინტერესბთ. ახლა ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული, აფხაზებს რას შევთავაზებთ,“ – ამბობს დავითაია.
პაატა დავითაია „თაიმერის“ ექსკლუზიურ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს ხელისუფელბა თბილისში აფხაზური დელეგაციის ჩამოყვანას გეგმავს.
„ეს იქნება ლუსტრირება, რომ საქათველოს მთავრობა მუშაობს რუსეთზე, რადგან აფხაზები თბილისში რუსების თანხმობის გარეშე არ ჩამოვლენ. ეს არჩევნების წინ რუსეთის პიარგეგმაა. ეს გაკეთედება „ლოხებისათვის“, აი, ნახეთ, ვმუშაობთ და კონფლიქტის მოსაგვარებლად ყინული დაიძრაო, მაგრამ ყველაფერი ეს ბლეფია,“ – ამბობს დავითაია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“გიორგი პაპუაშვილის განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ჭრილშია გადაზრდილი”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: NDI-ს კვლევები რეალობას არ ასახავს