კახა კალაძე – ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში

დედაქალაქის მერმა, ასევე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის უბანზე შვილთან ერთად მივიდა.

როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა სტაბილურობას და ქალაქის განვითარებას.

„მე ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ ძალას შეუძლია და ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას- სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება