კახა კალაძე-არ მგონია, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს, თუმცა ჩამოვიდეს, კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება. კალაძე სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას მორიგ ტყუილს უწოდებს.

„რაც შეეხება მის დაბრუნებას, არ მგონია, რომ ის საქართველოში დაბრუნდეს. ეს არის მორიგი ტყუილი და მორიგი ბლეფი, თუმცა ჩამოვიდეს, არანაირი პრობლემა არ არის. მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდანა წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები