სამადაშვილი: მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება

“მე ვფიქრობ, რომ ერთი რამ ყველასთვის ნათელია – მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 8 წელია დევნილია ქვეყნიდან, მიხეილ სააკაშვილი რჩება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ მოთამაშედ.

მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც იძლევა დღევანდელი შექმნილი ვითარება, როდესაც ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მიიღოს მონაწილეობა ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემისგან განთავისუფლებაში.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება – ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება – არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს ძლევს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის გზაზე, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, მათ შორის, უკრაინაშიც. ”-აცხადებს ანა სამადაშვილი

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში
შემდეგი სტატიაკახა კალაძე-არ მგონია, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს, თუმცა ჩამოვიდეს, კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს