კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

kaxi3სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. მინისტრთან ერთად რუსთაველის გამზირზე მთავრობის სხვა წევრები და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.
კახა კახიშვილმა თანამშრომლებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ წარმოდგენილი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.
„9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. ამავე დროს ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს. სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენი ვალია გვახსოვდეს მათი წვლილი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს მთავარი მიზანი – აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა,“-განაცხადა კახა კახიშვილმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი სრულდება.

kaxikaxi1kaxiiiiikaxi4578

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატიაფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე დაკავებები ზღვაში წვეთია