კადიროვის ხალხი „ვაგნერის“ დამფუძნებელს „რაზბორკებზე“ იბარებს

კრემლის მზარეულ ევგენი პრიგოჟინს კადიროვის ხალხი დაუპირისპირდა – დუმის ჩეჩენმა დეპუტატმა დელიმხანოვმა და ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა დაუდოვმა ვიდეოები ჩაწერეს და პრიგოჟინი „საქმის გასარჩევად“ დაიბარეს.

„გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, ეს არის ორი ვიდეო, რომლებშიც აბსოლუტურად ნათლად ჩანს, რა ვთქვი ახმატის ქვედანაყოფებზე ჩემი მოგზაურობის დროს. ვერაფერს ვხედავ სასაყვედუროს.

რაც შეეხება სიკვდილით დასჯის შემოღების აუცილებლობას და თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დასჯას შეცდომებისთვის, რამაც გამოიწვია პერსონალის დაღუპვა და სამხედრო თავდაცვის სხვა პრობლემები, ეს ჩემი აზრია და ამის მოთხოვნას დაჟინებით გავაგრძელებ. სხვათა შორის, ამ დისკუსიის ყველა მონაწილემ კარგად იცის ჩემი, მათ შორის, დახურული სპეციალური ტელეფონის ნომრები და აქვს საშუალება, დამიკავშირდეს,“- აღნიშნა „მზარეულმა“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ გერმანიიდან დახმარების ახალი პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიამოლდოვაში ევროკავშირიდან სამხედროებისთვის აღჭურვილობის პირველი პარტია ჩავიდა