კადიროვი – მარიუპოლში 1000-ზე მეტი უკრაინელი საზღვაო ქვეითი ჩაბარდა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, მარიუპოლში 1000-ზე მეტი უკრაინელი საზღვაო ქვეითი ჩაბარდა და დანარჩენ სამხედრო ძალებს დანებებისკენ მოუწოდა.

კადიროვის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე უკრაინის ოფიციალურ პირების კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამასთან ერთად, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები აზოვსტალსა და მარიუპოლის პორტზე თავდასხმას განაგრძობენ.

“აზოვსტალში ამ დროისთვის 200-მდე დაჭრილი სამხედრო პირია სამედიცინო დახმარების გარეშე. ამ უაზრო წინააღმდეგობის დასრულება და ოჯახებში დაბრუნება ყველასთვის უკეთესი იქნებოდა”. – წერს კადიროვი თავის პოსტში.

11 აპრილს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები შეტევას არა მხოლოდ მარიუპოლის პორტზე, არამედ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზეც განახორციელებენ.

“შეტევები იქნება…არა მარტო მარიუპოლზე, არამედ სხვა ქალაქებსა და სოფლებზეც. უპირველეს ყოვლისა, დონეცკსა და ლუგანსკს სრულად გავათავისუფლებთ და შემდგომ კიევსა და სხვა ქალაქებს ავიღებთ”. – ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

კადიროვის თქმით, ისინი კიევს აუცილებლად აიღებენ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – რუსლან სტეფანჩუკს დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი