ჯუანშერ ბურჭულაძე: ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით

საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რეალობიდან გამომდინარე, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ოპონენტების განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, არ არის საკმარისი, რასაც აკეთებს ქვეყანა უკრაინასთან დაკავშირებით.

„ყველამ, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით, ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო შიშობს, რომ ,,აზოვი” დნესტრისპირეთში შეიჭრება
შემდეგი სტატიაროგორ უსწორდებიან ოკუპირებულ გაგრაში ძალოვანები მოქალაქეებს