ჯონსონი: არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ

არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ. მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში, – განაცხადა ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა შემაჯამებელ კონფერენციაზე.

მისი თქმით, არჩევნების დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები.

„ინდივიდუალური ჯგუფები პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებს გარეთ. არჩევნების დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები, საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნითი პროცესი და აგრეთვე ხმის მიცემის პროცედურა. შეაფასა პოზიტიურად და აგრეთვე, აღსანიშნავია, რამდენიმე შემთხვევა იმ ფაქტისა, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების გადავსება, რამაც გამოწვევის წინაშე დააყენა COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ, მაგრამ გავლენა მოახდინა მნიშვნელოვან რაოდენობა უბნებზე, სადაც მოხდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები ოქმების შევსების კუთხით. საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიურლი არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა ვენეციის და ოდირის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ გაუთვალისწინებელი დარჩა“, – განაცხადა ალბერტ ჯონსონმა

banner
წინა სტატიაშიეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი: არჩევნები კარგად მართული იყო, მაგრამ ის გაიმართა კრიზისის ფონზე
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი: მარნეულში, რამდენიმე უბანზე შევნიშნეთ დაძაბულობა