ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი: არჩევნები კარგად მართული იყო, მაგრამ ის გაიმართა კრიზისის ფონზე

„2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარგად მართული იყო, მაგრამ ის გაიმართა კრიზისის ფონზე და პერიოდში, რომელიც ხასიათდებოდა მკვეთრი პოლარიზაციით“, – განაცხადა ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა შემაჯამებელ კონფერენციაზე.

მისი თქმით, კანდიდატებმა შეძლეს კამპანიაში მონაწილეობა მიეღოთ თავისუფლად, კონკურენტულ გარემოში.

„ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული იყო ბრალდებები, რომლებიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას, კანდიდატებისა და ამომრჩევლების დაშინებასა და არათანაბარ გარემოს. საარჩევნო მზადების პროცესი გახლდათ გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეროვნულ პრობლემებზე. მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული. ამბები მცირე ანალიტიკურ ჭრილში შუქდებოდა“, – აღნიშნა ალბერტ ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა დღეს ბრალს იმ ბინის მეპატრონეს წაუყენებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაჯონსონი: არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ