ევროპარლამენტარი: მარნეულში, რამდენიმე უბანზე შევნიშნეთ დაძაბულობა

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ეს თავდადებული და ერთგული ადამიანები ძალიან ბევრს მოღვაწეობენ და შრომობენ“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, ზოგიერთი უბანი ადაპტირებული არ იყო.

„ჩვენ მოვინახულეთ ეს საარჩევნო უბნები, მაგრამ ზოგიერთი უბანი არ იყო ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რათა მათაც შეძლებოდათ ხმის სათანადოდ მიცემა. ამასთან, ამომრჩევლების სიჭარბის გამო, აღინიშნებოდა ფიზიკური დისტანციის დარღვევა. მაგალითად, მარნეულში, რამდენიმე უბანზე შევნიშნეთ დაძაბულობა. მსგავსი რამ შეინიშნებოდა სამცხე-ჯავახეთშიც. ძირითადად, ვითარება ძალიან დადებითად ფასდებოდა, მაგრამ პოლიცია ძალიან ახლოს იყო საარჩევნო უბანთან, ყოველგვარი მიზეზის გარეშე“, – აღნიშნა მიხაილ გალერმა.

banner
წინა სტატიაშიჯონსონი: არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ
შემდეგი სტატიაეუთო/ოდირი: მედიაგარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული