აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა – ინფორმაციას ისრაელის მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აშშ ისრაელის ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტზეა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინასავით მტკიცე. შეერთებული შტატები დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან“, – დასძენს თეთრი სახლი.