ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება.
როგორც ნეთანიაჰუმ თქვა, ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.
“ვინც არ უნდა მოგვაყენოს ზიანი, ჩვენც პასუხს გავცემთ. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო კვირებში, ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება. ჩვენი თავდაცვის სისტემები მზადყოფნაშია, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, როგორც თავდაცვისთვის, ისე თავდასხმისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია”, – თქვა ისრაელის პრემიერმა თავის განცხადებაში.
მან აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირეებს ისრაელის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ამ წუთებში, ირანიდან და ერაყიდან, ისრაელის მიმართულებით კამიკაძე დრონების მე-3 მსხვილი დაჯგუფება გაუშვეს. პარალელურად, იორდანიაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
აღსანიშნავია, რომ შექმნილი რთული ვითარების გამო, ეგვიპტემაც დახურა საჰაერო სივრცე.