90 წლის ასაკში ჯგუფ „ბითლზის“ ყოფილი პროდიუსერი, ჯორჯ მარტინი გარდაიცვალა. მას კიდევ „მეხუთე ბითლზს“ უწოდებდნენ.პროდიუსერის გარდა მარტინი იყო არანჟირების ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი. „ბითლზის“ წევრის რინგო სტარის განცხადებით, ჯგუფი ახალ სიმღერებს სწორედ მარტინს უსრულებდა და ის მათ პირველი აფასებდა.