ჯეიმს ო’ბრაიენი – ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად

ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად და უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ამ ქვეყანაში, არის მცდელობა გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა ისე, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამას ვხედავთ თურქეთის საჯარო განცხადებებში, ყაზახეთში და ასევე კარგ, ძალიან ვრცელ მუშაობაში საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ნატო-ს წევრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ გახედვა უნდა შეწყვიტონ
შემდეგი სტატიადავითულიანი – მთელ სამყაროს უმტკიცებდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, ვინც სანქციები დააწესა, ჩამოვიდა და თქვა, რომ საქართველო ძალიან კარგად მუშაობს