ჯეიმს მეტისი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ ნებისმიერი სახის თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ან მის მოკავშირეებზე გამოიწვევს ეფექტურ სამხედრო პასუხს. ამის შესახებ მან განაცხადა სეულში 28 ოქტომბერს სამხრეთ კორეის მთავრობასთან გამართულ კონსულტაციებზე. ინფორმაციას ავრცელებს რადიო “Deutsche Welle”-ს პორტალი.
“არ დაუშვათ შეცდომა – ნებისმიერი თავდასხმა აშშ-ზე ან მის მოკავშირეებზე მოგერიებული იქნება, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენებას მასირებული და ეფექტური სამხედრო პასუხი მოჰყვება”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები არცერთ შემთხვევაში არ სცნობს “ბირთვულ ჩრდილოეთ კორეას”.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა სონგ იანგ მუმ განაცხადა, რომ მხარეებმა შეათანხმეს ერთოვლიბი მოქმედებების გეგმა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, ამა წლის სექტემბერში ურთიერთობა სეულსა და ფხენიანს შორის გამწვავდა ამ უკანასკნელის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შედეგად.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ფხენიანთან შესაძლო ომის შედეგები იანგარიშეს – 300.000 დაღუპული
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში გაგრის გაპარტახებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ვიდეო გამოჩნდა (ვიდეო)