ჯეიმს აპატურაი – მხარს დავუჭერთ ყველა ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ გამოძიებას, ტატუნაშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დაცვას

პირველად თქვენგან გავიგე, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ორგანოების გარეშე გადაეცა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს ექსკლუზიურად განუცხადა.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ქართველ ხალხს. ახლა მნიშვნელოვანია სრულყოფილი და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს და გავიგოთ, ზუსტად რა მოხდა. ეს არ იქნება მარტივი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს მომხდარის სრულყოფილ გამოძიებას, ტატუნაშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დაცვას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ადვოკატის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოეცა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი.

წყარო: “პირველი არხი”

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: დადიანო, დადიანო, გული არ დაიდარდიანო…
შემდეგი სტატიაუკრაინიდან კიდევ ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს