ჯავახიშვილი ჟურნალისტს: რომ გათხოვდეთ და ბიძამ გითხრათ დაწინდული ხარო, არაფერს ნიშნავს – მღვდელმა უნდა თქვას

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა უნდა მიაწოდოს.

ჯავახიშვილის თქმით, სუბორდინაციის დარღვევას არ აპირებს და აღნიშნულ თემაზე კომენტარს კვირიკაშვილის განცხადებამდე არ გააკეთებს.

„განსხვავებას ხედავთ, მე ვიტყვი თუ სხვა იტყვის რა არის?! მაპატიეთ რა, რომ გათხოვდეთ ახლა და ბიძამ ან მამამ გითხრათ დაწინდული ხარო, არაფერს არ ნიშნავს – ან მღვდელმა უნდა თქვას ეგ და ან შესაბამის ორგანოში. ამიტომ, ეს საკითხიც უნდა ქართულ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს პრემიერ-მინისტრმა. რა დაგრჩათ, დაიცადეთ ეს ორი საათიც. მაინცდამაინც გინდათ, რომ მე დავარღვიო სუბორდინაცია. არ ვაპირებ მაგას“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს ნოდარ ჯავახიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს დღეს, 14:00 საათზე წარადგენს.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია, ხოლო ფინანსთა მინისტრის პორტფელს დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც, სადაც ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგეობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო- გურგენ სართანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო, სამეგრელოსა და იმერეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება