უამინდობის გამო, სამეგრელოსა და იმერეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგები რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. მათი ინფორმაციით, ქუთაისის ენერგომომარაგება თითქმის სრულად არის აღდგენილი.

უამინდობის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბონენტების მცირე ნაწილს. აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის აღდგენა უახლოეს საათებში მოხერხდება.

ქუთაისში და სენაკში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ აღდგენით სამუშაოებს. მიმდინარე სამუშაოებს ასევე, ადგილზე ეცნობა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტი.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ამ დროისთვისაც გრძელდება. იმერეთში, შედარებით რთული მდგომარეობაა სამტრედიის, ხონის, ვანის, თერჯოლისა და წყალტუბოს რაიონებში, სადაც კომპანიის სხვა ფილიალებიდან გადმოყვანილი დამატებითი ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

სამეგრელოს რეგიონშიც ელექტროენერგია ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება, თუმცა ზუგდიდის, სენაკის და ხობის რაიონის სოფლებში აბონენტების მცირე ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უამინდობით მიყენებული ზიანის დროულად აღმოფხვრის მიზნით, “ენერგო-პრო ჯორჯია“ ადგილობრივი გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და გემგეობებთან კოორდინირებულად მუშაობას განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშიჯავახიშვილი ჟურნალისტს: რომ გათხოვდეთ და ბიძამ გითხრათ დაწინდული ხარო, არაფერს ნიშნავს – მღვდელმა უნდა თქვას
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო რესპუბლიკაში ბერკეტი პარლამენტს უნდა ჰქონდეს