ჯაფარიძე – უნდა ჩატარდეს ის კვლევები, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა

უნდა ჩატარდეს ის კვლევები, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა, ვსაუბრობთ ძალიან დიდ რისკებზე, „ქართული ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არ უნდა აიღოს ეს რისკი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სააკაშვილთან დაკავშირებით არ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„როგორც გავიგე, კონსილიუმის გადაწყვეტილება იყო, რომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება და ამისთვის აუცილებელი აპარატურა არ არის ციხის საავადმყოფოში. შესაბამისად, კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თქვა, კერძო კლინიკაში არ გადავიყვანთ და ამიტომ არ გადაიყვანენ. ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ამიტომ, აუცილებელია, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა. ვსაუბრობთ, ძალიან დიდ რისკებზე. „ქართული ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არც ერთმა არ უნდა აიღოს ეს რისკი იმის გამო, რომ თქვეს, ციხიდან არ გამოვუშვებთ სააკაშვილს. რას ჰქვია, არ გამოუშვებ? ბადრაგით ხდება პაციენტის გადაყვანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მომხდარ ინციდენტთნ დაკავშირებით მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, გარწმუნებთ, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ