ჯაფარიძე: საქართველომ შესაძლებელია მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი

“დღეს ბრიუსელში გახმოვანდა ახალი ინიციატივა, რომ შემოიღონ საგზაო რუქა ევროკავშირის წევრობისთვის (ისე როგორც არსებობს საგზაო რუქა ნატოს წევრობისთვის), და ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს. ამ სტატუსით საქართველოს ახალი შესაძლებლობები და სრულად ახალი ეტაპი ქვეყნისთვის, რომელიც დაგვეხმარება უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში და ნამდვილად შეუქმნის კეთილდღეობას საქართველოს მოქალაქეებს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაჩვენოთ, ჩვენს უერთგულეს მეგობრებს, რომ მათ ოპოზიციის სახით ჰყავთ საიმედო და ერთგული საყრდენი და საიმედო პარტნიორი, რომ ჩვენ შევძლოთ ძალიან საინტერესო იდეების განხორციელება და გაცილებით სწრაფად ვიმოძრავებთ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ეს წარმოგვედგინა”, – აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩენე: შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა კატასტროფა იქნება
შემდეგი სტატიანიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა