ჯაფარიძე გირჩზე: ალბათ, შეთანხმების იმედს იტოვებენ, რისიც მე არ მჯერა

გირჩის სიის პირველი ნომერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო, პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია, სხვა პარტიების მსგავსად აპირებდა ცესკოსთვის მიმართვას, რათა გაუქმებულიყო სიები.

კითხვაზე იზიარებს თუ არა იმ განცხადებას, რომელიც გირჩის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც, პარტია იქამდე არ იტყვის მანდატებზე უარს, სანამ ფასილიტატორების მონაწილეობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები არ დასრულდება ჯაფარიძემ განაცხადა:

“მე ვიცოდი, რომ ჩახსნას აპირებდნენ სიისას, როგორც სხვა პარტიები, მაგრამ ტექსტი რაც წავიკითხე, არსებითად არაფერი იცვლება. როგორც ჩანს, რაღაც იმედს იტოვებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე შედგება ისეთი შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობიდან რაღაც ნაწილი გადაიფიქრებს და შევა პარლამენტში და იქ მოგროვდება 113 ადამიანი, რისიც მე არ მჯერა”. – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა
შემდეგი სტატიათუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მაშინ ვიტყვით უარს მანდატებზე – წერია გირჩის გვერდზე