თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მაშინ ვიტყვით უარს მანდატებზე – წერია გირჩის გვერდზე

პარტია გირჩი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ ელჩებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა.

ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი – 113 ადამიანი.

ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე. თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მაშინ ვიტყვით უარს”. – წერია გირჩის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე გირჩზე: ალბათ, შეთანხმების იმედს იტოვებენ, რისიც მე არ მჯერა
შემდეგი სტატიადღეიდან მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან