ჯაფარიძე: ერთადერთი დაზარალებული ვართ ჩვენ

რაზეც გვედავება პროკურატურა, ერთადერთი დაზარალებული ვართ ჩვენ. სამწუხაროა, რომ სამი წელიწადია მიმდინარეობს ყოვლად აბსურდული პროცესი, რომელიც გვიჯდება უზარმაზარი დრო, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“2008 წლის ომის შემდეგ ბევრი სესხი გაპრობლემდა და თუ ვინმემ იზარალა, ან ქონება შეუმცირდა, ეს ვიყავით ჩვენ. რაზეც გვედავება პროკურატურა, ერთადერთი დაზარალებული ვართ ჩვენ. სამწუხაროა, რომ სამი წელიწადია მიმდინარეობს ყოვლად აბსურდული პროცესი, რომელიც გვიჯდება უზარმაზარი დრო. პოლიტიკური დაკვეთის გამო ეს პროკურორები ისეთ სისულელეს იცავენ, რომ მართლა სიცილის და ღიმილის მომგვრელია. ფაქტია, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია, ქვეყანა ასე გადაიჩეხება. საუბარი არ არის ჩემზე, ან მამუკა ხაზარაძეზე, გავუძლებთ თუ არა ამ ზეწოლას, რა თქმა უნდა, გავუძლებთ, მაგრამ 3 წელია ანბანურ ჭეშმარიტებაზე გვედავებიან, დაადასტურა ყველამ ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა, რომ ეს არის აბსურდი. ბიძინა ივანიშვილის მენტალიტეტში, რომელმაც ეს პროცესი დაუკვეთა არ ჯდება, რომ შეიძლება კეთილსინდისიერად მართო შენი ინსტიტუტი. მისთვის მისაღებია, რომ საკუთარი ინსტიტუტიდან შეიძლება ფული მოიპარო, შესაძლებელია ბევრჯერ აქვს მსგავსი ნანახი რუსეთში როდესაც იმყოფებოდა. მისთვის ყოვლად წარმოუდგენელია ის, რაც გავაკეთეთ. ფორსმაჟორული ვითარების გამო ვიზარალეთ, შემცირდა ჩვენი ქონება და რომ გადაგვერჩინა ინსტიტუტი, შემოვიყვანეთ ინვესტორები, რომლებიც აბსოლუტურ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ფაქტია, რომ ასეთი პოლიტიკური პროცესები უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ეს არის სამარცხვინო და აზიანებს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიქაცარავა: ამ წუთებში რუსები ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ ხნულებს ანახლებენ
შემდეგი სტატიამკლავჭიდელების პროტესტი გრძელდება