ჯაფარიძე: ჩემთვის პრორუსული არის, დათო ბაქრაძე რომ მევენახეების სუბსიდირებას ითხოვს

“პრორუსული გაგება არის ჩემთვის ძალიან გაბლარული რამე. ჩემთვის პრორუსული არის როცა დათო ბაქრაძე გამოდის და ითხოვს მევენახეების სუბსიდირებას, ეგ არის ჩემთვის პრორუსულ, ასევე. ჩვენ გირჩში სხვანაირი განსაზღვრება გვაქვს, რა არის პრორუსული და პროდასავლური. ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულ პროგრამებს ვინ რას უჭერს მხარს, პარტია გამოდიოდეს და ამბობდეს პროდასავლური ვარო, ეგ არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის. წინასწარ ვერ ვიტყვით, არავისზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ახლა რასაც ვუყურებ ოცნება ასტრალშია გასული და არანაირი თანამშრომლობაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ 2020-მდე კაცმა არ იცის კიდევ რამდენი პარტია გაჩნდება, ვინ რას მოითხოვს, ვინ რას გააკეთებს, არავინ არ იცის. არანაირი სურვილი არ გვაქვს დავიგინოთ, რომ ამასთან არ ვითანამშრომლებთ და იმასთან არ ვითანამშრომლებთ. ”-ასე პასუხობს პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე კითხვას პრორუსულ პარტიებთან გირჩის შესაძლო თანამშრომლობაზე.

banner
წინა სტატიაშიBloomberg: ივანიშვილი ქონებას დასავლეთში ინახავს
შემდეგი სტატია,, ხაზარაძის საქმეში მინიმუმ ოთხი ეპიზოდია, რომელიც პირადად ივანიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისია”