ჯაფარიძე – ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევის პროცესში სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უნდა უზრუნველვყოთ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კომისიის შექმნა დადგენილი წესით არის გათვალისწინებული. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პროცესში სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იყოს.

„კომისია უნდა შექმნილიყო, ეს გათვალისწინებულია დადგენილი წესით. ახლა ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პროცესში სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.

რაც მთავარია, დავაბრუნოთ რწმენა პროცესის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მიმართ, რათა მივიღოთ საუკეთესო კანდიდატები. საუკეთესო კანდიდატებმა სურვილი გამოთქვან, რომ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ გაცილებით მეტი გარანტია გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მივიღოთ მართლაც საუკეთესო ცესკო-ს კანდიდატის პოსტზე. ცესკო-ს თავმჯდომარის დამტკიცებისთვის აუცილებელია 2/3, რაც ოპოზიციის მონაწილეობას გულისხმობს. კანდიდატი თავმჯდომარედ იმ შემთხვევაში დამტკიცდება, თუკი კონსენსუსი იქნება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს
შემდეგი სტატიაანზორ მარგიანმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო