ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2019 12:12

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება

აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ორს კი, უტარდება ოპერაცია.

„კონკრეტულად ამ დაწესებულებაში იყო შემოყვანილი 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე.

მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთის პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრამვა“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2019 12:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,728
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics