ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კოკა ფრუიძე ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თემურ კიკნაძე აირჩიეს. პარტიის ვაკის რაიონული ორგანიზაციის ყრილობა დღეს კულტურის ცენტრ “მუზაში” გაიმართა.
დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვაკის მაჟორიტარმა შალვა შავგულიძემ, ასევე პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.
შეხვედრაზე აირჩიეს როგორც ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასე ორგანიზაციის გამგეობის წევრები.
გარდა ამისა, დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კოკა ფრუიძე.
როგორც დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პარტიას იმედი აქვს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწევს. ვინაიდან მოსახლეობა აღარ მოტყუვდება, ეს უკვე გავიარეთ და ასევე არ დააბრუნებს იმ ძალადობას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო.
“თავისუფალი დემოკრატები” იმედოვნებენ, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში, ამომრჩეველთა დაახლოებით 50%, რომელიც დღეს აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული რომელ პარტიას დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, “თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერნი გახდნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ხელოვანები და მეცნიერები რუსთაველისა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია კრწანისი-შინდისის შემოვლითი გზის პანორამა თბილისთან კავშირს უარყოფს