ჯანდაცვის მინისტრი არ პასუხობს შეკითხვას, გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტები მომდევნო დღეებში ჩაერთვებიან. შესაბამისი ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მისცემენ თუ არა მათ ლიცენზიას, შეკითხვას წინასწარ ვერ უპასუხებს, რადგან ამას სამედიცინო რეგულირების სააგენტო გადაწვეტს.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და გადაიყვანენ თუ არა მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მინისტრი შეითხვას არ პასუხობს.

ამ წუთებში კი, მიხეილ სააკაშვილს დამატებით კვლევებს უტარებენ. კლინიკა ვივამედში სამედიცინო პროცედურა რამდენიმე საათს გაგრძელდება. კლინიკაში უკვე იმყოფებიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატები, რომლებიც პროცედურების დასრულების შემდეგ კლინიკის მთავარ ექიმს გაესაუბრებიან.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წევრები, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაVTB BANK საქართველოს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს – BMG