“ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს”

news
ავტ.: news დეკემბერი 21, 2015 14:34 განახლებულია

“ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს”

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ჯანდაცვის ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა, მალე კი ის, 3 მილიარდი იქნება.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ჯანდაცვის ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა, მალე კი ის, 3 მილიარდი იქნება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის სისტემის არსებითი გარდაქმნით მედიცინა ბიზნესიდან – საზოგადოებრივ სიკეთედ იქცა.
„დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ამ რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ რეფორმის წარმატებას“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის გარდა, გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის, რამაც საგრძნობლად შეამცირა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა: გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 1 233 000-ზე მეტი შემთხვევა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების 408 000-ზე მეტი შემთხვევა 182 ათასზე მეტი გეგმური ოპერაცია 6 ათასზე მეტი კარდიოქირურგიული შემთხვევა 113 ათასზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა 76 ათასზე მეტი ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია
„სოფლებში, სადაც არასოდეს ჰყოლიათ ექიმი და სასწრაფო, დღეს სასწრაფო დახმარების მანქანები დგას. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ამბულატორიები. გასულ წელს 83 ამბულატორია გავხსენით. გავზარდეთ სოფლის მედპერსონალის ხელფასი. ეს ფული ხმარდება მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვას, სოფლის ამბულატორიების მშენებლობასა და აღჭურვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და აღნიშნა, რომ საქართველოს აქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, სადაც მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება ამ სენისგან. მისი თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამაში 6 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, კურსი 1720-მა პაციენტმა დაასრულა, პაციენტების 90%-ზე მეტმა დაამარცხა ჰეპატიტის ვირუსი და წინასწარი გათვლებით, პროგრამა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის შემდგომი ეტაპია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელზეც მთავრობა ჯანდაცვის გლობალურ ალიანსთან და მის ხელმძღვანელ ბერნარ კუშნერთან ერთად მუშაობს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიღწევების მიუხედავად, ზოგიერთი ძვირადღირებული სამედიცინო ოპერაციის სრულად დაფინანსება სახელმწიფო სახსრებით ჯერაც ვერ ხერხდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება სოლიდარობის ფონდი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს შეიქმნა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ფონდმა უკვე სიმსივნით დაავადებული 182 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა და მადლობა გადაუხადა ყველა შემომწირველს, ვისაც ამ კეთილშობილურ საქმეში წვლილი შეაქვს.
news
ავტ.: news დეკემბერი 21, 2015 14:34 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics