ჯაღმაიძე: ნუ, არაფერი არ მჯერა ნიკა გვარამიასი, რაც არ უნდა თქვას

“ძალიან ბევრს ვისმენ ნიკა გვარამიასგან ამ შეფასებებს. ნუ, არაფერი არ მჯერა ნიკა გვარამიასი, რაც არ უნდა თქვას. ძალიან ბევრია სუბიექტური. მე გამიჭირდება იქაურობის შეფასება. მე იქ შესვლა არ შემიძლია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ შემიძლია შევაფასო, ამიტომ ძალიან რთულია. შეიძლება დრო დასჭირდეს ამას და რაღაც პერიოდის შემდეგ დასკვნის გაკეთება შევძლო. უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი.

სიმართლე რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას [სახალხო დამცველს] პატივს ვცემ, მისი საქმიანობის შესახებ დიდი წარმოდგენა არა მაქვს. რა თქმა უნდა, მისი განცხადებები ყოველთვის არაობიექტურია, მე რაც მინახავს” – ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატზე, ნიკა გვარამიასა და სახალხო დამცველზე.

banner
წინა სტატიაშიგლდანის მერვე დაწესებულების თავზე ვერტმფრენები გამოჩნდნენ
შემდეგი სტატიაახლად რეაბილიტირებულ აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა