,,ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მის ინტერესებსა და რუსეთს შორის ქართველი ხალხი დგას და ჩვენ ვერ გადაგვაბიჯებენ”

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მის ინტერესებსა და რუსეთს შორის ქართველი ხალხი დგას და ჩვენ ვერ გადაგვაბიჯებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გუშინ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კვლავ შეუსაბამო და სრულიად არაადეკვატური განცხადება გააკეთა.

“მან თქვა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები “გაზპრომთან” და ალბათ, ამ დღეებში დასრულდება მოლაპარაკებები ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე მესმის, რომ უმრავლესობა და მთავრობა შეშფოთებულია, იმ აქციით, რომელიც დაანონსა 6 მარტისთვის “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მაგრამ განცხადებები ნათელი მომავლის შესახებ და ის, რომ ყველაფერი კარგად გადაწყდება, აღარ მიიღება. ეს განცხადებები უნდა ყოფილიყო გაცილებით მკაფიო”, – განაცხადა რატიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, მთავრობა და კახა კალაძე უკვე ბოლო თვეებია იტყუებიან, როდესაც ამბობდნენ, რომ საქმე გვექნება გაზის დივერსიფიკაციასთან და არა ჩანაცვლებასთან.

“როდესაც ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანს არ აქვს შესაბამისი ჭარბი გაზი, რომ მოგვაწოდოს, ეს იყო ტყუილი. ასევე გვატყუებდნენ, რომ უნდა დავეთანხმოთ იმ შემოთავაზებას, რომელიც ჰქონდათ რუსებს, რომ გაზის სანაცვლოდ ავიღოთ ფული, რაც ქვეყნისთვის იყო საზიანო და წამგებიანი. მერე როდესაც ესეც გამოააშკარავდა, დაიწყეს შანტაჟი და კალაძეც და რუსეთიც ცალსახად ამბობდა, რომ შეწყვეტდნენ ტრანზიტს და გაზს სომხეთს საქართველოს გვერდის ავლით მოაწოდებდნენ. ესეც არის ტყუილი. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არარეალურია. ამან გამოწვია ის, რომ აღარ არის სანდო საქართველოს ხელისუფლება, არც კალაძე”, – განაცხადა რატიანმა.

დეპუტატის თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი გააპროტესტოს და 6 მარტს 14:00 საათზე სიმბოლურ აქციაზე მივიდეს, რომელიც კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე გაიმართება, რათა “საქართველოს ხელისუფლების მავნებლური ქმედება შევაჩეროთ”.

“ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მის ინტერესებსა და რუსეთს შორის ქართველი ხალხი დგას და ჩვენ ვერ გადაგვაბიჯებენ”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში,,წინა წელთან შედარებით, თებერვალში საქართველოს თითქმის 24%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია”
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე – გოგი თოფაძე არაფერს არ დატოვებს