“ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა და ამის გამო მწარედ უნდა ინანოს, საჭიროა ყველა ერთის წინააღმდეგ” – ნიკა მელია

მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავლის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება ენმ0ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. ნიკა მელია აცხადებს, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა, რითვისაც მას ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს.

“დავინახეთ რომ დარბაზში არიან მაგრამ, მწვანე ღილაკს ხელი არ დააჭირეს. სამმა წინააღმდგ მისცა ხმა ანუ ჯამში 40. ბიძინა ივანიშვილი, რომ საუბრობს, რომ ვერ დაარწმუნა და ახლა საზოგადოებამ უნდა დავარწმუნოთ. მთელ საზოგადოებას გააწნა სილა, მათ უწოდა ახლა არარაობა და გვითხრა. ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს და კონსულტაციებს აუცილებლად გავმართავთ, მალე უნდა დასრულდეს დასასრულებელი ამბავი და ეს არ უნდა იყოს დროში გაწელილი, სიმართლე არის ჩვენ მხარეს და საზოგადოება, რომელიც მართალი პოზიციით არის როგორ შეიძლება ამას შეეგუოს? – შევთანხმდეთ, რომ ამ ადამიანის არის თბილისი, საქართველო და რასაც უნდა აკეთებს და ნამდვილი ფეოდალია. საპროტესტო აქციების გარდა სხვა რა გამოსავალია? – მე ჩემი გეგმა მაქვს, რომელსაც გავაცნობ და დარწმუნებული ვარ მოსაწონი იქნება მათთვისაც, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილმა მწარედ უნდა ინანოს, აქ არის საჭირო ზუსტად ყველა ერთის წინააღმდეგ” – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
შემდეგი სტატიაკახი კალაძემ აქციის მონაწილეებს შუა თითი აჩვენა