არჩილ თალაკვაძე : საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

„2020 წლის არჩევნების პროპოციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედევად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით რა გადაწყვეტილებაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. კენჭისყრის შედეგები არის საჯაროდ ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, აქედან მხოლოდ 101-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა და ამის გამო მწარედ უნდა ინანოს, საჭიროა ყველა ერთის წინააღმდეგ” – ნიკა მელია