ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი დღეს ორჯერ იაფად შეიძინა

botanikuri-baxiნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი დღეს ორჯერ იაფად შეიძინა.ამის შესახებ მელიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილმა წარსულში მიწის ნაკვეთი კვადრატული მეტრი 20 დოლარად შეიძინა, დღეს კი მასში მხოლოდ 10 დოლარს იხდის.

„10 წლის წინ წარმოიდგინეთ, შეიძინა 20 დოლარად, თან მშენებლობის უფლების გარეშე და დღეს გამოდის 10 დოლარი, თან მშენებლობის უფლებით, რაც მიწის საფასურს კიდევ უფრო ზრდის. რეალურად ეს მიწის ნაკვეთი გაცილებით ძვირი ღირს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია ამბობს, რომ მიმდინარე პროცესის მწვავე საპროტესტო აქციებით დაპირისპირებას გეგმავენ და კანონის დარღვევის დამამტკიცებელი ახალი დოკუმენტების გამოაშკარავებას ხვალისთვის აანონსებს.

„ჩვენ ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 19 აპრილს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ახლა კომპანიასთან, რომელსაც უხდის მილიონ სამასი ათას ლარს, რომ ის გატანილი გაზის მილი კიდევ უფრო გადაიტანონ სიღრმეში, ვინაიდან პროექტი შეიცვალა. აქ ჩვენ საქმე გვაქვს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ზურაბიშვილი თვლის, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტში ვერ გავა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ,,ხელისუფლების პოზიციაა ყველა ოპოზიციას ენმ-ზე აყოლილები გვიწოდოს”