“ივანიშვილმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო სამსაზიდში ჩაერთვება, თუმცა რა ფორმით მოხდება, საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა”

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ ყოფილა მსჯელობა იმაზე თუ რა ფორმით ჩაერთვება ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოსალოდნელია თუ არა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და ზოგადად მისი პოლიტიკაში დაბრუნება.
“ბატონმა ბიძინამ თავად განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ჩვენს წინასაარჩევნო სამსაზიდში, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს პირველ რიგში ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, ამაზე მსჯელობა იქნება გუნდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქმის გამოსაძიებლად
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე – პროფესიული განათლების სწავლების ძირითადი ნაწილი უშუალოდ საწარმოში უნდა განხორციელდეს