,,ივანიშვილისგან და გახარიასგან მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა”

პროცესების ფიგურანტი ორი პირისგან – ბიძინა ივანიშვილისგან და გიორგი გახარიასგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ანა ნაცვლიშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება ორი მთავარი ფიგურანტის მხრიდან – ერთი ეს არის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მეორე იმდროინდელი ბიზნეს ომბუდსმენი და ამჟამად შს მინისტრი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს არაფორმალური მმართველობა.

ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან გვესმოდა არაერთი გონივრული ეჭვი საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. არ მგონია, თავად ფიგურანტებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული მათი აღიარების მძიმე შედეგები საქართველოს იმიჯისთვის”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა თავისუფლების შენარჩუნება
შემდეგი სტატიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ორი თვით გადადო