ივანიშვილის უბარიერო არჩევნებით სურს პოლიტიკური სპექტრის სუპერ-ფრაგმენტაცია პრინციპით „დაშალე და იბატონე“

ხალხი საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს. როდესაც ხალხს წინ ახალგაზრდობა მიუძღვება, გამარჯვება კიდევ უფრო სწრაფად მიიღწევა. ქართულმა ოცნებამ 5 წლის განმავლობაში გაუძლო ყველა დაწოლას, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტთან.
ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იხსნება სხვა მოთხოვნები. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ვერ ვხვდებით ივანიშვილის ჩანაფიქრს – უბარიერო არჩევნებით მას სურს პოლიტიკური სპექტრის სუპერ-ფრაგმენტაცია პრინციპით „დაშალე და იბატონე“. მაგრამ ამ გამოწვევას აქვს პოზიტივიც. მოხდება ბუნებრივი გადარჩევა პოლიტიკურ სპექტრში და ხალხი თვალნათლივ დაინახავს ვინ ზრუნავს ქვეყანაზე და ვინ – საკუთარ თვითდასაქმებაზე.
ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება-განხილვის, ისევე, როგორც პარლამენტში 250 000 მოქალაქის მიერ უკვე შეტანილი ცვლილებების განხილვის პროცესში კიდევ ბევრი დეტალი იქნება დასაზუსტებელი და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია-წერს დავთ უსუფაშვილი

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩინიშნა
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: რამდენიც არ უნდა ვიქილიკოთ, ფაქტია – ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა