ივანიშვილის საქმეზე შეცდომები დაუშვით — უზენაესის კანდიდატი გეწაძე ეკა ბესელიას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის აზრით, ეკა ბესელიამ და სხვა ადვოკატებმა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეზე შეცდომები დაუშვეს. 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა, სწორედ გეწაძის გადაწყვეტილებით, მას მოქალაქეობა ჩამოერთვა.

“თქვენ, სხვათა შორის, ცუდად არ მინდა გაჟღერდეს, არ ვიცი რამდენად მაქვს ამის თქმის უფლება, როგორც ადვოკატებმა შეცდომები დაუშვით ექსპერტებთან… იმედია, გახსოვთ ეს პროცესი, ექსპერტი იკითხება მაშინ, როცა მან საექსპერტო დასკვნა უკვე დაწერა. შეცდომებით აწარმოეთ ეს დავა, ჩემი აზრით”, — განაცხადა შოთა გეწაძემ.

მისი თქმით, იგივე კანონმდებლობის შემთხვევაში, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. შოთა გეწაძის აზრით, ეს დავა არაფრით გამორჩეული არ იყო. 2011 წელს ეკა ბესელიამ, როგორც ამ საქმის ადვოკატმა, მოსამართლე შოთა გეწაძის აცილება ორჯერ მოითხოვა. დეპუტატმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება არასამართლიანი იყო და ამ პროცესს პოლიტიკური ელფერი ჰქონდა

banner
წინა სტატიაში“ქალბატონი ეკა დაბარებულია პროკურატურაში”- საბანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის საქმეზე
შემდეგი სტატია“წესიერებაზე ბიჭო, შენ მე ნუ მომიწოდებ… ნახე რა თავში აუვარდა” – ნაცვლიშვილი-ოხანაშვილის დაპირისპირება პარლამენტში