“წესიერებაზე ბიჭო, შენ მე ნუ მომიწოდებ… ნახე რა თავში აუვარდა” – ნაცვლიშვილი-ოხანაშვილის დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური პარლამენტში – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის კამათი მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა.

დამოუკიდებელი დეპუტატები თავდაპირველად ითხოვდნენ, რომ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” დროით ესარგებლათ, რადგან, მათი თქმით, ისინი ამაზე შეთანხმდნენ. ოხანაშვილმა კი მათ ამის უფლება არ მისცა. ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ შეხვედრა ჰქონდა და მოგვიანებით თუ ექნებოდა კითხვის დასმის საშუალება.

“წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო,” – ასე მიმართა ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილს.

დარბაზიდან გასვლისას ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს კვლავ ჰკითხა დროსთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“დარბაზი დატოვე და თავი გააკონტროლე, იცოდე როგორ უნდა მოიქცე პარლამენტის წევრი ხარ,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“ბიჭო ახლა არ მინდა ეგ ლაპარაკი თავი გააკონტროლე, მე ნუ მეუბნები და დაფიქრდი რას მეუბნები. წესიერებაზე ბიჭო, შენ მე ნუ მომიწოდებ მეთქი რა, ზედმეტის უფლებას ნუ აძლევ შენს თავს, მარტივ კითხვას გისვამ, მარტივი პასუხი გამეცი, შენი სასწავლებელი არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა,” – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

რეგლამენტთან დაკავშირებით ერთმანეთს სხდომის მიმდინარეობისას ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილიც დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის საქმეზე შეცდომები დაუშვით — უზენაესის კანდიდატი გეწაძე ეკა ბესელიას
შემდეგი სტატიაCommerzbank-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამორჩეული პარტნიორობისთვის მეორედ დააჯილდოვა