“ქალბატონი ეკა დაბარებულია პროკურატურაში”- საბანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის საქმეზე

“ქალბატონი ეკა დაბარებულია პროკურატურაში და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,”- ასე გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

კახაბერ საბანაძის განცხადებით, პირველი კადრების გამავრცელებელი პირი, დაკავებულია და მიცემულია პასუხისგებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ ბესელია დღეს გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა დეპუტატი უწყებაში სავარაუდოდ მომავალ კვირას მივა.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი – მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ყოველი დღე მტანჯველი იქნება
შემდეგი სტატიაივანიშვილის საქმეზე შეცდომები დაუშვით — უზენაესის კანდიდატი გეწაძე ეკა ბესელიას