„ივანიშვილის რეჟიმის მთელი ეს სამარცხვინო, ბოდვითი რეაქცია EPP-ს რეზოლუციაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ქვეყნის წინსვლის სურვილი არ აქვთ“ – გიგა ბოკერია

„ევროპის სახალხო პარტიის ეს განცხადება არის ნაწილი იმ საერთო საერთაშორისო რეაქციისა, რომელიც ასახავს იმ მძიმე რეალობას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა საქართველოში და რომლის პირობებშიც შეუძლებელია ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირის წევრობა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია EPP-ის რეზოლუციაზე ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს

„კერძოდ ევროპის სახალხო პარტია შედგება იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც ბევრ ქვეყანაში არიან მმართველი გუნდები, ამიტომ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის მთელი ეს სამარცხვინო ბოდვითი რეაქცია, რომ თითქოს ამას მნიშვნელობა არ აქვს და ოპოზიციის ხალხი არიან, უბრალოდ არის მორიგი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამ ბოდვით დააბნიონ.

ამ რეჟიმს ჩვენი ქვეყნის წინსვლის ამოცანა რომ ჰქონდეს, ავტომატურად უნდა ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ გუნდთან ურთიერთობისა და მათი დარწმუნების ინტერესი, რომ საქართველოს ადგილი თავისუფალ სამყაროშია, მაგრამ მათ ეს ამოცანა არ აქვთ, მათ აქვთ ერთადერთი ამოცანა: ივანიშვილის ფულისა და ძალაუფლების შენარჩუნება, რასაც აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მომავლის ღალატის ხარჯზე“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი ირაკლი ზარქუას განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები