ივანიშვილის პარტიას არ აინტერესებს ხალხის პრობლემები – ხაბეიშვილი

„უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია“ – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადებას.

მისი თქმით, ივანიშვილის პარტიას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს.

„უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია. თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში.
ივანიშვილის პარტიას არ აინტერესებს ხალხის პრობლემები!
2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა – ერთად შევცვალოთ.“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასი ათასობით დოლარი დახარჯა იმაში, რათა ხალხი დაარწმუნონ, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ.“

banner
წინა სტატიაშიწარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა
შემდეგი სტატია19 წლის ბიჭმა დედაზე ფიზიკურად იძალადა