“ივანიშვილის ინტერვიუდან ვერ ვიხსენებ საკითხს, რასაც არ დავეთანხმე, კიდევ უნდა ვუყურო”

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი დაჩი ბერაია ივანიშვილის ინტერვიუდან ვერ იხსენებს ისეთ საკითხს, რასაც არ დაეთანხმა. ამის შესახებ ბერაიამ ტაბულას კითხვის საპასუხოდ თქვა.

“ამას ღრმა ანალიზი სჭირდება, ასე სპონტანურად ვერ გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ ვუყურებ ამ ინტერვიუს სხვა თვალით და მერე შემიძლია გიპასუხოთ,” – ამბობს მაჟორიტარი.

რაც შეეხება ტაბულას კითხვას ეთანხმება თუ არა ივანიშვილის მიერ დასაქმებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, ბერაია არ პასუხობს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა – “ხალხს მივავლენთ ევროპაში სამუშაოდ, 2 მლნ სამუშაო ადგილს 10-20 წელში ვერ შევქმნით.”

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას ქმნიან
შემდეგი სტატია“ვეთანხმები ვახტანგ გომელაურს, უკანონო და სამარცხვინო ბრძანებებით პოლიციელები ნამდვილად დაიღალნენ”