ივანიშვილი ფარულ ჩანაწერზე – „ეს ყველაფერი ამაზრზენია. გვარამია ახვლედიანს როგორი გონორით ესაუბრება “

ბიძინა ივანიშვილი იმ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება,სადაც სავარაუდპდ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარია ჩაწერილი.

„ეს ყველაფერი ამაზრზენია. გვარამია ახვლედიანს როგორი გონორით ესაუბრება, ამაზე გავაკეთებ აქცენტს. ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ. ნახეთ, ტელევიზიის დირექტორი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს როგორ ესაუბრება. ამის შემდეგ, ყველაფერი ფარსია. სასამართლო რა დღეში ჰყავდათ. გვარამია ვისაც ლანძღავს, მოსამართლეებმა თავი დააღწიეს. ახალი ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა. მარტო გონორი დაიჭირეთ და ბურჭულაძე გაიხსენეთ. ვინც თავი დააღწია, ნახეთ, გვარამია მათ როგორ ლანძღავს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი : რაღაც ჭორებს ავრცელებნ ჩემზე გარბისო ამ სიცრუით უნდათ შეურაცხყოფა მომაყენონ
შემდეგი სტატიაივანიშვილი რუსთავი 2-ზე – “დაამახინჯეს და ამას თაღლითობა ჰქვია, სასამართლოზე მუხლიც კია”