,,ივანიშვილი იყურება აივნიდან და სურს ყველაფერი შემოღობოს”

დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, თბილისის მერმა ქალაქის ინტერესებს უღალატა.

როგორც ”PALITRANEWS”-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სურვილებს თბილისის მერი მოქალაქეების ინტერესების უგულველყოფის ხარჯზე ასრულებს.

“ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც თავისი ხუშტურები აქვს, იყურება აივნიდან და უნდა ყველაფერი შემოღობოს, მაგრამ ქალაქის მერი იმიტომ ავირჩიეთ და ხელფასს იმიტომ ვუხდით, რომ გაიგოს, რა არის ქალაქის ინტერესები, გაითავისოს და მერე კბილებით დაიცვას. ახლა რაც მოხდა, ეს არის ქალაქის ინტერესების ღალატი. ეს არის ყველას საკუთრების ერთი ადამინისთვის შემოღობვა და გადაცემა, თან ”კაპიკებში”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად ”თანაინვესტირების ფონდა” იყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო. აუქციონი, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ,,ხელისუფლების პოზიციაა ყველა ოპოზიციას ენმ-ზე აყოლილები გვიწოდოს”
შემდეგი სტატია,,მრცხვენია აღიარება, რომ თბილისის ოქროს ხანა რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდი იყო”