ჩემი თანამშრომლობა მოქმედ პრეზიდენტთან გამორიცხულია, ვერ შევურიგდები ასეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი – დათუნაშვილი

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან შერიგებას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, მისთვის მისაღებია, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა თანამდებობაზე მის დარჩენას არ ეთანხმება.

“მოსამართლის შეფასებას მივესალმები, მისი დაჭერა არავის სურვილი არ ყოფილა, უბრალოდ, მოსამართლეს შეეძლო, რომ მისთვის თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთმია, რაც უბრალოდ, დროის პროცესია. ვიცი, რომ დატოვებს ის თანამდებობას. მე მაქვს განცდა, რომ სიმართლე იზეიმებს“, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

მისივე თქმით, გეგა გეგეშიძე თანამდებობას არ უნდა იკავებდეს, რადგან მისი მმართველობისთვის დამახასიათებელია, სპორტსმენთა დაბლოკვა და არასწორი მმართველობა.

“ჩემი თანამშრომლობა მოქმედ პრეზიდენტთან გამორიცხულია. მე ვერ შევურიგდები ასეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი. მისთვის დამახასიათებელია არასწორი მმართველობა, იმ სპორტსმენების დაბლოკვა, ვინც თვალში არ მოსდის“, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

სპორტსმენი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და გეგეშიძის ფედერაციაში დარჩენის შემთხევაში, ფედერაციის დატოვებას გეგმავს. ამ დროისთვის, დათუნაშვილი, პირად მწვრთნელთან ერთად გადის წვრთნებს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი და შალელაშვილი ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკებს აყაჩაღებენ – ნათელაშვილი FBI-ის მიმართავს
შემდეგი სტატიააფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს