ივანიშვილი და მისი გუნდი თვითქებით იყო დაკავებული საქმის კეთების ნაცვლად, როცა გარდაუვალი იყო, რომ ისევ იქნებოდა ტალღა – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ, იმის ნაცლად, რომ მომზადებულიყო ეპიდემიის ამ ტალღისათვის, იზეიმა გამარჯვება და თვითქებით იყო დაკავებული.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ გამოწვევების ფონზე მთავარი საფრთხე ქვეყნისათვის ივანიშვილია.

„ჩვენ აბსოლიტურად გვესმის საზოგადოების წარმომადგენლების შეშფოთება შექმნილი ვითარებით და აღშფოთება იმით, თუ როგორ იმოქმედა ივანიშვილის მთავრობამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გაუაზრებლად, არათანმიმდევრულად, შერჩევითად, ჯერ ჩაკეტა და შემდეგ იზეიმა გამარჯვება, თვითქებით იყო დაკავებული საქმის კეთების ნაცვლად, როცა გარდაუვალი იყო, რომ ისევ იქნებოდა ტალღა და არ მომზადებულან ამ ტალღისსთვის.

მთავარი საფრთხე ამ გამოწვევების ფონზე არის ივანიშვილის ხელისუფლება და ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანა არის ამ ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთვევაში, ჩვენ გველის უმძიმესი პერსპექტივა.“ -განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშილია მუხაშავრია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – პოლიტიკური ოპონენტებისთვის მარტივია საუბარი, ჩვენ ცოტა სხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია, მათ არ ევალებათ ვირუსის მართვა და არ არიან უშუალოდ პასუხისმგებელნი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე